LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მზად არის პსჟ გაგლიჯოს (ფოტო-კარიკატურა)

43

დღეს ჩემპიონთა ლიგა განახლდება. და უკვე მაგარი თამაშია: იუვე-ტოტენჰემი. კარგია, მაგრამ ყველა მაინც მადრიდისკენ იყურება, სადაც ხვალ „რეალი“ პსჟ-ს მიიღებს.

„მარკამ“ კრიშტიანო რონალდოს კომენტარი დაწერა.

“პატივს ვცემთ პარიზულ კლუბს, პსჟ კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ ერთობლივი ძალებით შევუტევთ, „რეალის“ ყველა ფეხბურთელი შეკრულია”.

ამ მატჩს კარიკატურაც მიუძღვნეს: რონალდო მზად არის პსჟ გაგლიჯოს.

სხვათა შორის, საფრანგეთშიც იმას წერენ, რომ „რეალი“ პირველ მატჩში უკეთესი იქნება.
Odoxa-RTL-მა გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ „სამეფო კლუბს“ 41% უჭერს მხარს. 36% ფიქრობს, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდება, ხოლო 19%-ს პარიზელთა მოგების სჯერა.

 

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მას შემდეგ, რაც „ტოტენჰემმა“ ულაპარაკოდ მოუგო ლონდონური დერბი „არსენალს“ (1:0) დაწერეს, რომ რიგში „იუვენტუსი“ დგას და ამას შესაბამისი შარჟიც მიუძღვნეს. არადა, „ბებერი ქალბატონი“ ასე მარტივად წასაქცევი არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები