LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო პორტუგალიაში საუკეთესოდ დაასახელეს

41

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
რა გასაკვირი ამბავია, არა?

საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ფერნანდუ სანტუშმა მიიღო, რომელმაც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

წლის აღმოჩენა გახდა „ბაიერნის“ ნახევარმცველი რენატუ სანჩეში, რომელიც ევროპის პირველობების ფინალური ეტაპების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა. ის მოედანზე 18 წლის და 327 დღის ასაკში გავიდა.

გმირებმა ჯილდოები ეშტორიალში გამართულ საზეიმო საღამოზე მიიღეს.

მოგეხსენებათ, რონალდომ 2016 წელს „ოქროს ბურთიც“ მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები