LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ყველაზე სწრაფი 300 გოლი: კრიშტიანომ მესის 48 მატჩით აჯობა

59

კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანა 300 გოლი.

27 ტურის მატჩში „რეალმა“ 3:1 დაამარცხა „ხეტაფე“, რონალდომ კი დუბლი გაიფორმა. ეს პორტუგალიელისთვის ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი მე-300 და 301-ე გოლებია.

ამ 300 გოლის გასატანად კრიშტიანოს 286 თამაში დასჭირდა. ეს კი საუკეთესო შედეგია ტურნირის ისტორიაში. შედარებისთვის „ბარსელონას“ ფორვარდმა ლეო მესის 48 მატჩით მეტის ჩატარება მოუხდა, ამ ნიშნულისთვის რომ მიეღწია.

286 თამაშში რონალდომ 33 ჰეთ-თრიქი გაიფორმა და 86 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რონალდომ „ხეტაფეს“ მეორე გოლი თავით გაუტანა. ახლა მას პრიმერაში 50 გოლი აქვს შეგდებული თავით. ეს საუკეთესო შედეგია ესპანეთის ჩემპიონატში, მინიმუმ 2003/2004 წლების სეზონიდან.

გარდა ამისა, რონალდო გახდა ისტორიაში მეოთხე მოთამაშე, რომელმაც 300-ზე მეტი გოლი გაიტანა ერთი კლუბის რიგებში. ბუნებრივია საუბარია ევროპის 5 მთავარ ლიგაზე.

აი სხვები:

ლიონელ მესი – ბარსელონა – 372 გოლი (300 გოლი 408 მატჩში)
გერდ მიულერი – ბაიერნი – 365 გოლი (427)
დიქსი დინი – ევერტონი – 310 გოლი (362)
კრიშტიანო რონალდო – რეალი – 301 გოლი (286)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები