LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი რუსეთი არ ყოფილა: მოსკოვი უკრაინასთან, სამარა ყაზახეთში და სხვა მარგალიტები (ფოტო)

144

ქალაქ ვოლგოგრადის აეროპორტში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ახალი ტერმინალი გაიხსნა, სადაც უზარმაზარი, უნიკალური რუკაა განთავსებული. რუკის უნიკალურობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მასზე ქალაქები არა საკუთარ, არამედ სხვა გეოგრაფიული ობიექტების ადგილას არიან დატანილი.

მაგალითად, ამ რუკის თანახმად მოსკოვი უკრაინის საზღვართან მდებარეობს, სანკტ-პეტერბურგი შედარებით სამხრეთითაა. სამარა და ჩელიაბინსკი ყაზახეთის შემადგენლობაში არიან, სოჭი თურქეთის. დუბაი სირიაშია, სიმფეროპოლი მოლდოვაში, ხოლო ირაკლიონი ბულგარეთში.

ყველაზე დიდი ”მოგზაურობა” მაინც ტაილანდის კუნძულ ბჰუკეტს მოუწია, რომელმაც 5,7 ათასი კილომეტრი ”გაიარა” და თეირანის ადგილას აღმოჩნდა.

 

 

”ვოლგოგრად არენა” 45 568 მაყურებელს იტევს. მასზე მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები