LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ჩემპიონატის ნაკრები: კვირკველია სიმბოლურშია

83

რუსეთის ჩემპიონატი დასრულებულია. ჩემპიონი მოსკოვის „ლოკომოტივი“ გახდა, რომლის რიგებში გამორჩეული ქართველი მცველი საბა კვირკველია იყო. რუსებმაც შეადგინეს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ჩვენიანიც შეიყვანეს.
აი რა წერია მასზე:

„ლოკომ“ ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა („ზენიტთან“ ერთად), მაგრამ ჩემპიონი კარში არ არტყმევინებდა. ამის მიზეზი კვირკველიაა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა დაბლოკილი დარტყმების მხრივ (32).
საჰაერო ორთაბრძოლების მაჩვენებლით საბა ლიგაში მე-8 ცენტრალური მცველია, თუმცა მას აქვს მოგებული ბრძოლების საუკეთესო პროცენტი (78%). ქართველი შეტევაშიც დაეხმარა: გამარჯვების გოლი „არსენალთან“, გადამრჩენი გოლი „რუბინის“ კარში 93-ე წუთზე.“

 

რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრებში ასევე მოხვდნენ:
იგორ აკინფეევი, ვლადისლავ იგნატიევი, ბრანისლავ ივანოვიჩი, დომენიკო კრიშიტო, დალერ კუზიაევი, ალეკსანდრ გოლოვინი, მანუელ ფერნანდეში, ალეკსეი მირანჩუკი, ვიკტორ კლასონი, ლუის ადრიანო.
სათადარიგოები:
ბელენოვი, იოკიჩი, გრანკვისტი, მარიო ფერნანდესი, დენისოვი, ჩაუშიჩი, პრომესი, ფარფანი, სმოლოვი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები