LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მუნდიალის წილისყრა დამტკიცდა: პრინციპში ყველაფერი იგივეა

41

ფიფას საშეჯიბრო კომიტეტმა დაამტკიცა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის პროცედურა.

32 გუნდი განაწილდება ოთხ კალათში (თითოში რვა) ფიფას 2017 წლის ოქტომბრის რეიტინგის მიხედვით. პირველ კალათში იქნება მსოფლიოს შვიდი საუკეთესო გუნდი და რუსეთის ნაკრები, როგორც ტურნირის მასპინძელი.

წილისყრის პრინციპი იგივე რჩება, ამიტომაც ერთ ჯგუფში არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი გუნდი კონფედერაციიდან. გამონაკლისია უეფა, რომელსაც შეუძლია ერთ ჯგუფში ორი გუნდი ჰყავდეს.

რვა ქვეჯგუფი მიიღებს დასახელებას A-დან H-მდე. თითოეულ ჯგუფში იქნება თითო გუნდი ყოველი კალათიდან.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 1 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები