LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინას უჩივლა: რას წერს BBC?

55

რუსეთმა უკრაინას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა და კონსულტაციების ჩატარება მოითხოვა იმ სანქციების გამო, რომელსაც უკრაინა რუსეთის მიმართ 2014 წლიდან ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მაქსიმ არეშკინის განცხადებით, უკრაინა დაწესებული სანქციებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საბაზო შეთანხმებებს არღვევს და ასობით რუსული კომპანიის აკრძალვით მათ დისკრიმინაციას ეწევა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიმდინარე წლის 16 მაისს რამდენიმე რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. ამ კომპანიებს შორის მოხვდა რუსული სოციალური ქსელები: “ВКонтакте”, “Одноклассники”, Mail.Ru Group-ი და სხვა….

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები