LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ოჯახური ძალადობა სისხლის სამართლის საქმე აღარ არის

48

ოჯახური ძალადობა, რომელიც პირველად ხდება, რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღარ იქნება, შესაბამის ცვლილებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

ცვლილებას გასულ კვირას მხარი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაუჭირა.

„საუბარია ისეთ ფიზიკურ ძალადობაზე, რომლის დროსაც არ არ არის საჭირო სამედიცინო დასკვნა, ან არ ემუქრება საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას. ეს არის ყველაზე უმნიშვნელო შიდაოჯახური ჩხუბი,“ – განმარტა კანონპროექტის ავტორმა ელენა მიზაულინამ.

იანვრის ბოლოს კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში დარეგისტრირდა. კანონის წინააღმდეგ ქვედა პალატაში მხოლოდ კომუნისტები გამოვიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები