LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას მოსკოვი ადასტურებს

43

მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დიდიე რეინდერსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის კონტაქტებს მხარს უჭერს და მზადაა სხვადასხვა დონეებზე კონტაქტებისთვის. სერგეი ლავროვმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენელის შეხვედრების ფორმატსაც გაუსვა ხაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები