LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: „საქართველოს ხელისუფლების ყველა მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს – ეს იძლევა იმის დაჯერების შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება“

149
Untitled design (1)

თეირანში, „3+3“ ფორმატის შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს შესახებ ისაუბრა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, „3+3“ ფორმატში საქართველოს კარი ღიაა:

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ „3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან.

ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება“, – თქვა სერგეი ლავროვმა.

ცნობისათვის, „3+3“ ფორმატის შეხვედრა გუშინ გაიმართა, შეხვედრას საქართველოს წარმომადგენლობა არც წელს დაესწრო.

თეირანში გამართული „3+3-ის“ ფორმატის შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის.

ცნობისთვის, 3+3 ფორმატი აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების, ილჰამა ალიევისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაა, რომლის შესახებაც 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, 10 დეკემბერს განაცხადეს.

ფორმატი კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, ასევე რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას გულისხმობს. ფორმატის მთავარი მიმართულება უსაფრთხოება, ეკონომიკა და სატრანსპორტო საკითხებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები