LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი გოგონები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, თბილისს აკრიტიკებენ: „თბილისი, შენ მაინც სოფელი ხარ!..“

2563

სოციალურ ქსელში ვრცელდება ელენე ინაურის პოსტი, სადაც ის ორი რუსი გოგონას შესახებ წერს. მისი თქმით, ისინი საქართველოში მუშაობენ, ტურისტები ჩამოჰყავთ, თუმცა ჩვენს ქვეყანას ვერ იტანენ და ამას სოცქსელში სხვადასხვა პოსტით ხშირად გამოხატავენ.

ელენე აღნიშნავს:

„გოგოები რომლებიც ცხოვრობენ თბილისში. ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, აქვთ კერძო ბიზნესი, პარალელურად ვერ იტანენ საქართველოს, ვერ იტანენ ქართველებს და არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!! ჩვენ ვასვათ ჭაჭა და ღვინო. დაბრო პაჟალივაც ვ გრუზიუ და ვეძახოთ მი ბრაწია…“

მის პოსტს თან დართული აქვს გოგონების სოცქსელებიდან ამონარიდები, სადაც ისინი წერენ:

„რუსები ოსეთში დგანან და არა საქართველოში და არ დაიწყოთ ახლა ლაპარაკი, რომ ოსეთი საქართველოა…“

„ბაქო, რა ლამაზი და სუფთა ხარ, თავი ქალაქში ვიგრძენი, თბილისი კი მაინც – სოფელია“.

„დახურეთ რუსეთიდან ტურისული ნაკადი. ჰა. და არანაირი ბიზნესი აღარ იქნება. ქუჩებში ხომ მხოლოდ ამერიკელები დადიან…“

„იცით, ქართულ ანბანში არ არის ასო ф, ამის მაგივრად არის ასო პ. მაგალითად, მეგან ფოქსი არის მეგან პოქსი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g