LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საკუთარ სადარბაზოში დააკავეს

100

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს, ინფორმაციას ნავალნის ცოლი „ტვიტერზე“ ავრცელებს.

ინფორმაცია სტუდია Navalny Live-ის ეთერშიც გავიდა, რის შემდეგაც სტუდიას ელექტროენერგია გამოურთეს.

რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები იმართება, რომლის ორგანიზატორი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდია“. ფონდს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობს.

„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციების მონაწილეების დაპატიმრება დაიწყეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები