LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული დააკავეს

51

რუსთაველის გამზირზე 24 იანვარს მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი, რომლის შედეგად ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, ბრალდებულის სახით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი.

საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით),“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები