LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს

141

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს. მათი თქმით, ჟურნალისტს უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევში ჩასვლის მიზნის ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

თენგო გოგოტიშვილის განმარტებით, მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი იყო გაჩერებული, რომელთა დიდი ნაწილიც მესაზღვრეებმა გაატარეს, მათ შორის, რუსთავი 2-ის ოპერატორიც. მისი თქმით, მესაზღვრეებმა მის პასპორტში ეჭვი შეიტანეს, რადგან უკრაინაში ყოფნის შესახებ აღმნიშვნელი ბეჭედი არ არის ჩარტყმული. როგორც გოგოტიშვილი ამბობს, ახალი პასპორტის აღების შემდეგ უკრაინაში აღარ ყოფილა.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ პასპორტში ასახულია ევროკავშირის ქვეყნებში ჩემი ყოფნა, მათ ეს პასპორტი საეჭვოდ მიიჩნიეს… დიდი შანსია, რომ დეპორტაციის ბეჭედი ჩამირტყან პასპორტში, რაც, ბუნებრივია, არასასურველი განვითარება იქნებოდა მოვლენების. ოფიციალურ ახსნა-განმარტებას არავინ არ აკეთებს, რატომ ვარ აქ. თუმცა, ყველამ იცის, რომ ქართველებს, ბოლო დროს აქვთ პრობლემები უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით”, – ამბობს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი.

ტელეკომპანიის თქმით, P.S-ის ჯგუფი უკრაინის დედაქალაქში კვირის გადაცემისთვის სიუჟეტის მოსამზადებლად გაემგზავრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები