LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი2-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნილია – შსს

105

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი – თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ე.მ.

შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე სსსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები