LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული არის ენა, რომლითაც აფხაზებს, ოსებს ვესაუბრებით და არ უნდა იყოს მივიწყებული – პრეზიდენტი

40

რუსული ენა არ უნდა იყოს მივიწყებული, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის ენა, რომლითაც აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან გვაქვს ურთიერთობა და რუსული ენა ინფორმაციის გავრცელებისთვის ძალიან კომფორტულია.

„არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ ეს საინფორმაციო იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელში და ბევრად მეტად უნდა იყოს გამოყენებული ერთიანი მესიჯის მისატანად. თუ ჩვენ დავტოვებთ აფხაზებს, ოსებს და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ერთი-ერთზე (კიდევ ერთხელ, არა ცუდ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან, რომელიც კარგად და ეფექტურად მუშაობს), მაშინ არ ვიცი, რის ხარჯზე ვაპირებთ ამ ადამიანების ინტეგრაციას. ასე რომ, ჩემი აზრით, რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას დავიწყებული საქართველოში, არამედ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები