LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა ის დააყაჩაღეს

37

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას დაყაჩაღებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ, განაცხადა.

სააკაშვილის დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა პოლიტიკოსის პირადი ნივთების დაბრუნება, რომლებიც, ადვოკატის თქმით, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გაქრა, კერძოდ, საუბარია დოკუმენტებზე, პორტატულ კომპიუტერზე, რამდენიმე მობილურ ტელეფონსა და სააკაშვილის სავიზიტო ბარათებზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკარგული ნივთების დაბრუნებას ან მათი ღირებულების კომპენსაციას ითხოვს.

რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ანალოგიური შუამდგომლობით მან პირველ მარტსაც მიმართა, თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.

ჩერნოლუცკის თქმით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა ის დააყაჩაღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები