LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მოსამართლემ, პოროშენკოს ზეწოლის მიუხედავად, გამათავისუფლა

82

კიევში, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ, ზეწოლის მიუხედავად “აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება მიიღო”.

“მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. მოსამართლემ მიუხედავად ზეწოლისა, პირადად პრეზიდენტის მხრიდან, მიიღო აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება. დღეს ყველა ჩემს გვერდით იყო.
ჩემი აზრით, ეს კარგი შანსია რომ მოვახერხოთ ხალხის კონსოლიდაცია რომ გავიმარჯვოთ. ყოველ მიმართვაზე გამოვიყვან მილიონ ადამიანს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები