LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი საარჩევნო უბანზე ველოსიპედით მივიდა

41

ოდესის ოლქის გუბერნატორი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო უბანზე ველოსიპედით ივიდა, ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით,  გაგარინის პროსპექტზე მდებარე უბანში სააკაშვილი ველოსიპედით მივიდა. გუებერნატორმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან უკრაინის არჩევნებში ხმას პირველად აძლევს. ამასთან, მან მოუწოდა ყველა ოდესელს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და ყველამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

 სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ყველა ახლადარჩეულ ადამიანთან ერთად იმუშავებს.

„რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, ვიღაცასთან უკეთესად ვითანამშრომლებ, ვიღაცასთან – არც ისე ეფექტურად. არჩევნებში კენჭს იყრიან ისეთი ადამიანებიც, ვისთან ერთადაც შეუძლებელია, ვიმუშავო,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები