LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეს ლვოვის სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს

71

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს ლვოვის ოლქის მოსტისკის დასახლებული პუნქტის სასამართლო განიხილავს.

დღეს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადაეცა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, მას 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები