LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო მინიმუმის დათვლის სისტემის გადახედვა არ იგეგმება – დავით სერგეენკო

64

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, განცხადებით, საარსებო მინიმუმის დათვლის სისტემის გადახედვა არ იგეგმება.

ამის შესახებ განცხადება სერგეენკომ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გააკეთა.

“საქართველოში გამოიყენება ერთი კონკრეტული, მრავალ სხვა ქვეყანაში მიღებული, დათვლის მეთოდი, რომელიც მოიცავს პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების თვის საბაზრო ღირებულების დათვლას, რომელსაც ემატება 40% და ირიბად იგულისხმება, რომ ეს არის საარსებო მინიმუმი. სხვა ქვეყნები სხვა ინდიკატორებს იყენებენ. ჯერჯერობით კრიტიკული მასა არგუმენტების, რომ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს სხვა მოდელით, არაა დაგროვილი იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს,” – გამაცხადა სერგეენკომ.