LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა კვირკველია ივლისის საუკეთესო ფეხბურთელია

54

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია მოსკოვის “ლოკომოტივის” ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელია – 25 წლის ქართველმა მცველმა კლუბის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ყველაზე მეტი 7 428 ხმა (43.9%) დააგროვა და პირველობა არავის დაუთმო.

მთლიანობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 16 910 ადამიანმა მიიღო. კვირკველიამ ოდნავ აჯობა პორტუგალიელ მანუელ ფერნანდეშს – 6 628 ხმა (39.2%). მესამე ადგილზე იგორ დენისოვი გავიდა (874 ხმა, 5.1%).

კვირკველიამ ივლისში “ლოკომოტივის” ღირსება 4-ჯერ დაიცვა და პრემიერლიგაში ერთი გოლიც გაიტანა – ტულის “არსენალთან” გამარჯვების გოლი. ქართველი მცველი თავის უშუალო მოვალეობას დიდებულად ართმევს თავს და ამას ისიც ადასტურებს, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე სამჯერ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები