LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორ წევრს ეძებენ

32

საბერძნეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორ წევრს ეძებენ, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. ორივე მათგანი 12-კაციან ჯგუფში შედიოდა, რომელმაც საბერძნეთში 200-ზე მეტი სახლი გაძარცვა.
სამართალდამცველები ეძებენ 1986 წელს დაბადებულ ხურციძე (ან ადეიშვილი) ამირანსა და 1984 წელს დაბადებულ ლაშა არსენიძეს.

საბერძნეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით, 12-ვე მათგანის ფოტოსურათები ბერძნულ მედიაში გამოქვეყნდა. უწყება მოუწოდებს ყველას, დაჯგუფების წევრთა შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ.
ბერძნული მედიის თანახმად, დაჯგუფების ლიდერი ადრე რუსეთში ქართული მაფიის ლიდერი იყო. ბოროტმოქმედების საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონ ევროს აღწევს.

წყარო : “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები