LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცხოვრებელი ფართი კიდევ 240 დევნილ ოჯახს გადაეცა

78

საცხოვრებელი ფართი კიდევ 240 დევნილ ოჯახს გადაეცა – ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ თბილისში, გორშ, ბათუმსა და რუსთავში.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილებისთვის საკუთრებაში საცხოვრებლების გადაცემას. 240 დევნილი ოჯახი დღევანდელი მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიიღებს ფართებს საკუთრებაში. 2012 წლიდან დღემდე 15800 დევნილი არის ბინით დაკმაყოფილებული და საკუთრებაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები