LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად იცხოვრებენ ობამები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ

65

თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ბარაკ ობამას ოჯახი საცხოვრებლად გადავა ულამაზეს სახლში, სადაც 9 საძინებელი ოთახი იქნება.

„სიენენის“ ინფორმაციით, სახლი ჯო ლოქჰარტს ეკუთვნის, ლოქჰარტი თეთრ სახლში პრესსამსახურში მუშაობდა ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, მისი ცოლი ჯოვანა გრეი ლოქჰარტი ჟურნალის Washington რედაქტორია.

სახლი 1928 წელს არის აშენებული, 761 კვ.მ ფართის შენობაში არის 9 საძინებელი, 9 სააბაზანო, ორი ავტოფარეხი და ულამაზესი ბაღი.

the-mansion-that-us-president-barack-obama-and-his-family-will-move-into-after-he-leaves-office

სახლში მომცრო ზომის საძინებლებში, სავარაუდოდ, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები მოთავსდებიან.

ერთ-ერთი ოთახი კი, როგორც მედია წერს, მიშელ ობამას დედისთვის, მარიან რობინსონისთვის მოამზადეს. რობინსონი აშშ-ს პირველ ოჯახთან ერთად ახლა თეთრ სახლში ცხოვრობს.

სახლი პრეზიდენტის რეზიდენციიდან 2 მილის მოშორებით მდებარეობს და ბოლოს 2014 წელს გაიყიდა 5.3 მლნ დოლარად.

ობამები ყოველთვიურად 22 ათას დოლარს გადაიხდიან სახლის ქირისთვის.

the-mansion-that-us-president-barack-obama-and-his-family-will-move-into-after-he-leaves-office-2

the-mansion-that-us-president-barack-obama-and-his-family-will-move-into-after-he-leaves-office-1

the-mansion-that-us-president-barack-obama-and-his-family-will-move-into

the-mansion-that-us-president-barack-obama-and-his-family-will-move-into-after-he-leaves-office-3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები