LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ჯანდაბაში ურტყამ: იბრაჰიმოვიჩი ყველაზე მეტს აფუჭებს

50

”მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პრემიერლიგაში ყველაზე მეტ მომენტს აფუჭებს. წლევანდელ სეზონში ზლატანმა ყველაზე მეტჯერ დაარტყა. შვედის აქტივში 45 დარტყმაა, მათგან 30 ფუჭი გამოდგა. იბრამ 7-დან 6 რეალური მომენტი გააცუდა – ეს პრემიერლიგაში მომენტების რეალიზაციის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია (14%).

Sky Sports-ის მონაცემებით, თეო უოლკოტმა 6 მომენტი გაანიავა, თუმცა მისი რეალიზაციის პროცენტი – 42-ია. სანდერლენდელმა ჯერმეინ დეფომ 5 საკვანძო მომენტი ვერ გამოიყენა (44%), რომელუ ლუკაკუმ 4 მომენტში ვერ ივარგა (50%-იანი რეალიზაცია).

ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა დიეგო კოშტამ 7 გოლი 27 დარტყმით გაიტანა. ზლატანმა კი ბოლო 9 მატჩიდან (”სიტისთან” წუხანდელი ინგლისის ლიგის თასის მატჩის ჩთვლით) მხოლოდ ერთი შეაგდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები