LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მოხვდება საქართველო: თუ არ აგირჩიეს, დაელოდე წილისყრას

40

ევროპის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა, რომლებმაც გუნდები ჯგუფებში და შესაბამისად, ქვეყნებში უნდა გაანაწილოს, 22 ნოემბერს ჩატარდება. თუმცა მანამდე გარკვეული დაჯგუფებები მოხდა, რაც იმ პრინციპის მოქმედებით ხდება, რომლის საფუძველზეც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნის ფედერაციები პარტნიორ ქვეყნებს თანაორგანიზატორად ირჩევენ.

ფინეთმა ოქტომბრის დასაწყისში უკვე აირჩია ისლანდია, შემდეგ ისრაელმა პარტნიორად ლიტვა დაასახელა, ახლა კი რუმინეთი და უნგრეთი „დაძმობილდნენ“. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტნიორად დასახელებული სამივე ქვეყანა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ და ევრობასკეტზე იმ ქვეყნებში იასპარეზებენ, რომლებმაც პარტნიორად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს 2007 წლის 31 აგისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი და თურქეთი უმასპინძლებენ, ხოლო პლეი-ოფის მატჩები ამ უკანასკნელში ჩატარდება. შესაბამისად, მხოლოდ თურქეთი დარჩა, რომელსაც პარტნიორი ჰყავს დასასახელებელი.

ამ ფაქტმა, შესაძლოა საქართველოზეც იქონიოს გავლენა. საქმე ისაა, რომ ყველა გუნდი ბოლო საკონტინენტო შეჯიბრის შედეგების გათვალისწინებით კალათებშია განთესილი. ანუ წილისყრისთვის ევრობასკეტის მონაწილე 24 გუნდი 6 კალათაში განაწილდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითო კალათიდან თითო ქვეყანაში (ჯგუფში) თითო გუნდი მოხვდება. ყველანაირი გათვლებით, საქართველო მეოთხე კალათაში უნდა მოხვდეს, რისი არაოფიციალური ვარიანტიც ქვემოთ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ფაქტობრივად გადაწყდა, რომ საქართველო რუმინეთის ჯგუფში ვეღარ მოხვდება, რადგან რუმინელებისგან პარტნიორად არჩეული უნგრეთიც სწორედ მე-4 კალათაშია მოთავსებული.

არაოფიციალური განთესვის კალათებია და ამიტომ საბოლოო ვარიანტად ვერ მივიღებთ, თუმცა მისი გამართლების ალბათობა ძალიან დიდია. ყველაფერს რამდენიმე დღეში შევიტყობთ, როცა 22 ნოემბერს სტამბოლი ევრობასკეტ 2017-ის წილისყრა უმასპინძლებს.

 

gantesvis-kalatebi

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები