LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შევხვდეთ შობას? – 2018 წლის საუკეთესო დანიშნულებები

mewyear

ექსპერტებმა 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ჯადოსნური და ყველაზე საოცარი საშობაო დანიშნულებების რეიტინგი შეადგინეს.

ნიუ–იორკი

ქალაქი რომელსაც არასდროს ძინავს, საშობაოდ კიდევ უფრო აქტიური და სიცოცხლით სავსე ხდება. როკფელერის ნაძვის ხე, საშობაო მარკეტები, ყინულის სასრიალო მოედნები და უგემრიელესი ცხელი კაკაო – ნიუ–იორკი სწორედ ის ადგილია სადაც საახალწლო განწყობას ყველაზე უკეთ შეიგრძნობთ.

ტოსკანა, იტალია

ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ? მაშინ ბევრი აღარ იფიქროთ და ყველაზე ოჯახური შობის შესახვედრად იტალიას მიაშურეთ. სანტა კლაუსის სასახლე, საშობაო მარკეტები და ბევრი, ძალიან ბევრი გასართობი. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური შობა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გემრიელია.

ლონდონი, ინგლისი

ევროპის ყველაზე სადღესასწაულო ქალაქი შობის შესახვედრად საუკეთესო არჩევანია. უამრავი საშობაო მარკეტი, ყინულის მოედნები და შოპინგი, რომელიც ამ პერიოდში კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. დღის ბოლოს კი ბუხართან მოკალათებას და უგემრიელესი ინგლისური ჩაის მირთმევას არაფერი სჯობს.

ლაპლანდია, ფინეთი

არის კი რამე იმაზე მეტად ბუნებრივი, ვიდრე შობის ლაპლანდიაში შეხვედრა?! სანტა კლაუსის ოფიციალური სამშობლო ზუსტად ისე გამოიყურება, როგორიც ყველაზე ბავშვურ ფანტაზიაში წარმოგედგინათ. ელფები, ირმები და უამრავი ტკბილეული, რომელიც თავად მისის კლაუსის მიერაა გამომცხვარი.

 

მალტა

ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე ვერც თოვლს, ვერც სიცივეს და ვერც ყინულის მოედნებს ნახავთ, თუმცა იქ მზე, კარგი განწყობა და შორტებში გამოწყობილი სანტა კლაუსი დაგხვდებათ. მატლის ქუჩები საშობაოდაა მორთული და სადღესასწაულო გაწყობა კვირაზე მეტ ხანს მაინც გრძელდება.

ნიურნბერგი, გერმანია

არსად არ არის ისეთი საშობაო მარკეტები როგორც გერმანიაში, ამიტომ რეიტინგის მის გარეშე შედგენა წარმოუდგენელია. ნიურნბერგი კი მთელ გერმანიაში საუკეთესო საშობაო მარკეტებითაა ცნობილი. სადღესასწაულო ტრადიცია ქალაქში ჯერ კიდევ 1628 წლიდან იღებს სათავეს და ისტორიული შარმი ისევ ძველებურად იგრძნობა. გერმანული ქალაქი ვიზიტორებს უძველესი არქიტექტურითა და საინტერესო კულტურითაც ხიბლავს.

ბეთლემი, ისრაელი

თუკი ყველაზე ქრისტიანული შობის ნახვა გსურთ, მაშინ იესოს დაბადების ადგილზე უკეთეს დანიშნულებას ვერ იპოვით. ტაძრებში საშობაო წირვა–ლოცვა ტარდება, ხოლო ქუჩებში კი მთელი პროცესიები იმართება, რაც ნებისმიერი მოგზაურისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები