LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო – კახეთში სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს უჯერებენ

259

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში ამხანაგობა „კავთამ“ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაიწყო და გზის ნაწილი გადათხარა.

კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა და დოკუმენტაციის წარსადგენად ხუთდღიანი ვადა მიეცა, თუმცა აღმოჩენილი ხარვეზის გამო თვითმმართველობამ ხელშეკრულება აღარ გაუფორმა.

„გადათხარეს, მერე თავი დაანებეს და წავიდნენ. მიზეზი რა არის, ჩვენ ვინ გვეტყვის, ალბათ სალომე ზურაბიშვილმა რომ თქვა, ყველგან შეიძლება გათხრაო ეგ გაითვალისწინეს და გათხარეს. იმედია, რამე გვეშველება და ისე არ დატოვებენ,“ – ამბობს ჭანდარის ერთ-ერთი მცხოვრები, გოჩა ნადაშვილი.

ადგილობრივები გზის რეაბილიტაციის დროულად გაგრძელებას ითხოვენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ. რომ სამუშაოები სოფელ ჭანდარში უახლოეს მომავალში დაიწყება და მას კომპანია „ლაგოდეხ ავტო-გზა შეასრულებს.“ გზის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 389 000 ლარია გათვალისწინებული. მოასფალტებას ადგილობრივები უკვე წლებია, ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები