LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ ანსამბლებს სამინისტროში უმასპინძლეს

32

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის სამინისტროში, “საქართველოს ყრუთა კავშირთან” არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლილეს”, ახალი წეროვანის დევნილ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის “ივერია” და ხალხური საკრავებისა და სიმღერის ანსამბლის “მომავალი თაობა” წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მინისტრა ანსამბლის წევრებს ფესტივალებზე მიღწეული წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელოვნების სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“საქართველოს ყრუთა კავშირთან” არსებულმა ქორეოგრაფიულ ანსამბლმა “ლილე”, ახლახან, ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარის ხელოვნების საერთაშორისო ორგანიზაციის “Fiestalonia Milenio”მიერ გამართულ ფესტივალზე “მზე და ზღვა” გრან-პრი მოიპოვა. 2015 წელს, ამავე ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი კი ახალი წეროვანის დევნილ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ივერია” და ქართული ხალხური საკრავებისა და სიმღერის ანსამბლი “მომავალი თაობა” გახდა.

ფესტივალებზე ანსამბლები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაემგზავრნენ. პროექტს ორგანიზება გაუწია ა(ა)იპ “ქალთა თანადგომამ”, ს.ს. “ლიბერთი ბანკისა” და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები