LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო შტაბის წევრებმა თელავში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს

86

თელავში, საგანგებო შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ცალკეული კერები  სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

3 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, ცოცხალ ძალასთან ერთად, მობილიზებულია თელავში, სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში, სადაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები ყვარელში, შილდის ტყეში, ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა ხანძრის არც ერთი ახალი კერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები