LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია საარჩევნო კოდექსის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს

79

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საარჩევნო კოდექსის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს. საია-ს წარმომადგენელთა აზრით, არჩევნებში ჩართული დამოუკიდებელი კანდიდატები და პარტიების წარმომადგენლები არათანაბარ პირობებში არიან.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამჟამად არსებული კანონმდებლობა უსამართლოა და საჭიროა ყველა სუბიექტს თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეს.

სამოქალაქო სექტორი აპირებს, შესაბამისი რეკომენდაციით პარლამენტს მიმართოს, რათა ეს კონკრეტული პუნქტი “საარჩევნო კოდექსში” მომდევნო არჩევნებისთვის მაინც ჩასწორდეს.

„საარჩევნო კოდექსი” ერთიანობაში უნდა გადაიხადოს, რომ არ არსებობდეს რიგი ნორმები, რომელიც გამონაკლისებს დაუშვებს და განსხვავებულ ნორმებს დაადგენს კანდიდატებისთვის, რაც, გარკვეულწილად, შემდეგ უკვე მათ კამპანიაზეც აისახება. საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და რეგისტრაციის საკითხებზე პარლამენტის წესი ვრცელდება, თუ შევადარებთ ამ მოცემულობებს და ავიღებთ პარტიების მოცემულობებს, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ამ მხრივ,  გადაიხედოს ვადები, ვინაიდან კანდიდატები არ ჩავარდნენ უსამართლო გარემოში,“ – განაცხადა „საია“-ს წარმომადგენელმა, ირმა პავლიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები