LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო კომისია მუშაობს სრული ღიაობით და პრეზიდენტი არ უნდა დაუპირისპირდეს – ბესელია

82

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ღიაობით მუშაობს და მას პრეზიდენტი არ უნდა დაუპირისპირდეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის რეფორმა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის თანხვედრაა.

“ძალიან ბევრ უცნაურ მანევრს შეიძლება შევხვდეთ, მაგრამ მე ამ პროცესს მაინც ვუყურებ ძალიან ჯანსაღად, იმიტომ, რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას ყოველთვის დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა ახლავს. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია უჩუმრად და ყოველგვარი ემოციის გარეშე ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს.

მე რაც მგონია, რომ არ არის მართებული, სასიამოვნო და კარგი, არის ის, რომ როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს აბსოლუტური გახსნილობით და ღიაობით, მას ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა უპირისპირდებოდეს და საწინააღმდეგო კამპანიას არ ატარებდეს. ეს არ არის ქვეყნისთვის სარგებლის და სიკეთის მომტანი და ეს პროცესს არ ეხმარება.

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია შეხვდეს მოქალაქეებს, ჯგუფებს, ესაუბროს, გნებავთ კონსტიტუციაზე, ნებისმიერ საკითხზე, ამ მხრივ, არც მას და არც სხვას არავითარი შეზღუდვა არ აქვს, მაგრამ თუ ისმის კითხვა, რამდენად ეხმარება ეს პროცესი ამ რეფორმას და საერთო კონსესუსს, რა თქმა უნდა, არ ეხმარება”, – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები