LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე კორკოტაშვილის სიდი აშშ-ში გამოიცა

132

მცირე ხნის წინ ქართველმა შემსრულებელმა ამერიკულ ხმის ჩამწერ სტუდიაში მცირე ალბომის ჩასაწერად და გამოსაცემად მიიწვიეს. SongBuilder Studios-მა სალიო უამრავ შემსრულებელს შორის თავისი ერთ-ერთი სიმღერით კონკურსის გზით შეარჩია. სალომე აშშ-ში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მცირე ალბომი ჩაწერა, რომელიც უკვე გამოიცა.

სალომე წერს:

„მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა სპონსორს და იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა, რომ ეს E.P (ალბომის მოკლე ვერსია ) ამერიკაში ჩამეწერა! ძალიან მალე ამერიკის სხვადასხვა რადიოში დაატრიალებენ ჩემს სიმღერებს!! ძალიან ბედნიერი ვარ“

თავად სტუდიის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ ჩანაწერი მალე ყველა ძირითადი პლატფორმის მეშვეობით გავრცელდება და დასძენენ, რომ სალიოსთან ნაყოფიერად ითანამშრომლეს, მისი ინგლისური კი ძალიან კარგია, იმას თუ გავითვალისწინებთ, როგორი ახალია მისთვის ეს ენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები