LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სალომე კორკოტაშვილი „გრემის“ მფლობელი ჯონ ბატისტის გუნდთან ერთად სიმღერებს ჩაწერს: „ძალიან ბედნიერი ვარ!..“

110
სალომე და ჯონი

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ნიუ ორლეანში მიემგზავრება, სადაც „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, ჯონ ბატისტის გოსპელ გუნდთან ერთად ორ სიმღერას ჩაწერს.

ამის შესახებ სალიომ „იმედის“ დილის გადაცემაში ისაუბრა.

სალიო: 

„ძალიან ბედნიერი ვარ. ხვალ დილას მივფრინავ. მთელი ამერიკა ჩადის ნიუ ორლეანში. ყველაზე მაგარი მუსიკოსები იქ იქნებიან. მართლა მგონია, მძინავს. ჯონ ბატისტი არის გენიოსი, რომელმაც აიღო „გრემი“ საუკეთესო ალბომისთვის. ამ ალბომზე მუშაობდნენ მიშა კაჭკაჭიშვილი და ის გოსპელ გუნდი, რომელთანაც ერთად უნდა ვიმუშაო. ძველ ეკლესიაში უნდა ჩავწეროთ…“

სალომე კორკოტაშვილი სცენაზე ლურჯი თმით გამოჩნდა – მომღერალმა სხეულზე თავისი ტატუებიც გვაჩვენა

ფოტო: სალომე კორკოტაშვილის თამამი ექსპერიმენტი – ღია მწვანე თმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები