LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს

124

ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ბრალდებით 7 ადამიანია დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ჭელიძის ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, 2 პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 ცალი ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი სითხით, მინის ფლაკონი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” ნალექით, ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი პრეპარატი “სუბოტექსი”, 10 010 ლარი, 26 200 აშშ დოლარი და 65.000 რუსული რუბლი ამოიღეს.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს გაცემული სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები