LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართლდამცველებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთეს

38

სამართლდამცველებმა ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთეს. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული თორნიკე მ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ უბანში ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი, ხელთათმანი, საოჯახო დანა და სანადირო თოფის 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით) მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები