LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტო მედიკამენტების გადამოწმების შესახებ ვიდეოინსტრუქციას ავრცელებს

85
საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მედიკამენტების გამოწერისას არსებობს სხვადსხვა სახის რისკები.  ერთ-ერთი ასეთი რისკია პოლიფარმაცია-დიდი რაოდენობით მედიკამენტების საჭიროების გარეშე დანიშვნა და მიღება. ევროკავშირის ქვეყნებში ყოველი 20 რეცეპტიდან 1 შეიცავს შეცდომას მედიკამენტების რაოდენობის მიმართულებით. ექიმის დანიშნულების გადამოწმება დამატებით უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა პოლიფარმაციის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს პაციენტების მიერ გადამოწმების მიზნით გადმოგზავნილ დანიშნულებებს.

იმისთვის, რომ დანიშნულება გადამოწმდეს, ის უნდა მოიცავდეს ხუთ და მეტ მედიკამენტს. ამასთან, დანიშნულებით მკურნალობა ან უნდა მიმდინარეობდეს, ან არ უნდა იყოს დაწყებული (დანიშნულების მატერიალური ფორმის არსებობისას ინფორმაცია უნდა მიუთითოთ თავად დანიშნულების ფურცელზე, ხოლო ელექტრონული რეცეპტის შემთხვევაში -სისტემაში უნდა აირჩიოთ მკურნალობის სათანადო სტატუსი-მკურნალობა მიმდინარეობს/არ არის დაწყებული).

ამავდროულად, მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „დანიშნულების ფურცლის“ შემთხვევაში, ის უნდა იყოს წაკითხვადი, ტექნიკური ხარვეზების გარეშე.

სამინისტრო ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, როგორ უნდა დარეგისტრირდეს პაციენტი ელექტრონული მედიკამენტების ბაზაში და გადაამოწმოს ექიმის დანიშნულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები