LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს

35

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული ახალგორის პერიმეტრზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს, ორი ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა იგეგმება მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის, განცხადებით, დაკავებულები ახალგორის მცხოვრებლები არ არიან და უცნობია, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე რისთვის გადაადგილდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები