LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო კომპანიები გამწვანების გარეშე ვეღარ ააშენებენ

202

სამშენებლო კომპანიები გამწვანების გეგმის გარეშე  მშენებლობის ნებართვას ვეღარ მიიღებენ. დიდ ფართობზე მშენებლობისთვის კი დეველოპერები ვალდებულები იქნებიან, სატრანსპორტო კვლევაც მოამზადონ.

ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დადგენილებაში უკვე შევიდა. მერიის  მოსაზრებით, გადაწყვეტილება მშენებლობების პროცესს მოაწესრიგებს.

“ეს განისაზღვრება, როგორც ერთ-ერთი სანებართვო პირობა. შენობა-ნაგებობა არ მიიღება ექსპლუატაციაში, თუ არ მოხდება ამ სანებართვო პირობის რეალურად დადასტურება,“ – აცხადებს არქიტექტურის სამსახურის უფროსი, თემურ ბოლოთაშვილი.

ოპოზიციის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა რეალურად არ მუშაობს. მშენებლობის დაწყების მსურველ ყველა კომპანიას გამწვანების მოთხოვნა წარდგენილი აქვს, თუმცა, მისი რეალიზება შემდეგ აღარ ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები