LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთავრობო ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება

66

სამტავრობო ცვლილებები მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას იწვევს. კონსტიტუციის თანახმად მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს წარედგინება.

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება.

უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო და ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება. ამავე უწყებას შეერწყმება გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.  გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

თანამდებობას ტოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარია შეცვლის. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების სპორტის ნაწილი, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილს ის განათლების სამინისტროში გადავა.

თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი ცვლის. ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად  “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორია.

გარდა ამისა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად 1 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები