LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გაიმართება

156

საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის წინასწარი კონსულტაცია სწორედ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით შედგა და შეთანხმდა, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

არჩევნების თარიღს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილს არჩევნების დასანიშნად ვადა 28 აგვისტომდე აქვს, თუმცა შეუძლია ბოლო ვადას არ დაელოდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი გაცილებით ადრე გამოსცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები