LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” ღირსეული კანდიდატით წარდგება – პრემიერი

65

“რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ილუზიაში, ძალიან კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა,”- ეს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გააკეთა.

პრემიერი გამოწვევებს შორის სიღარიბეს ასახელებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის მშენებლობის პროცესში წარმატებას მიაღწია და ამით უნდა იამაყონ. აღნიშნულზე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ კონფერენციაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართული ოცნება ღირსეული კანმდიდატით წარსდგება.

“დღეს კიდევ გვყავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ის კურსი, რომელიც აღებულია და თანმიმდევრული წარმატებების მშენებლობა, აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გვაძლევს საბაბს, ყველას გვქონდეს გარკვეული სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენს ზურგსუკან უკვე არის მიღწეული წარმატებები. რა თქმა უნდა, კონსოლიდაციით, ერთად დგომით, პარტიის აქტივის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიური შრომით, შესაძლებელია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას.

ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. “ქართული ოცნება” წარდგება ღირსეული კანდიდატით და აქაც, ჩვენი ერთად დგომით, დაუღალავი შრომით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი პარტიის სახელით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, გვიგულეთ თქვენს გვერდით ჭირსა და ლხინში. დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ,”- აღნიშნა პრემიერმა.