LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 2 სამაშველო ვერტმფრენს იქირავებს

97

საქართველო 1-ელი ივლისიდან 2 სამაშველო ვერტმფრენს იქირავებს. ,,2018 წელს ზაფხულის პერიოდში, სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ გუშინ მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს, სადაც მოხსენება გიორგი მღებრიშვილმა წარადგინა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ვერტმფრენები მულტიფუნქციური იქნება და საჭიროების შემთხვევაში ის მონაწილეობას მიიღებს როგორც სახანძრო, ასევე საზღვაო სამაშველო ოპერაციებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს უსაფრთხოების მონიტორინგს დრონებით. იგეგმება ისეთი დრონების შემოყვანა, რომლებიც კადრში ადამიანის დაფიქსირების შემთხვევაში, კონკრეტული ლოკაციიდან შესაბამის სამაშველო სიგნალს გაუშვებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს მასალას – “დრონები და ვერტმფრენების დაქირავება – როგორ ემზადება სახელმწიფო ხანძრებისთვის” 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები