LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას იწყებს – პრემიერი

33

„საქართველო 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სერიოზულად იწყებს მომზადებას,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვრიიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორ უნდა მოვემზადოთ. ძალიან დიდი შედეგია ის, რომ უკვე მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც  არსებულ მდგომარეობას შეისწავლის,  იმ მიმართულებების, ან თუნდაც ჩავარდნების იდენტიფიცირებას მოახდენს, რომელთა განვითარება აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის კვალიფიცირდებოდეს.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ დღეიდან 12 წლის შემდეგ საქართველოში შეიძლება, ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს, საქართველოს მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას მიიპყრობს. გვექნება გაწერილი გეგმა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით. ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა უწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განაცხადს და დადებით ამბიციას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ძალიან პოზიტიურად შეხვდა და აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით იმ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და კონკრეტული გეგმის განხორციელებას დავიწყებთ,“ – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები