LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ასე მაღლა არასოდეს ყოფილა: ბორჯღალოსნებმა ისტორიულ შედეგს მიაღწიეს

69

ქართველმა მორაგბეებმა ისტორიულ შედეგს უწიეს. ბორჯღალოსნები ახალ რეიტინგში მე-11 ადგილზე არიან, რაც მართლაც მშვენიერი და უპრეცედენტო შემთხვევაა.

იაპონიამ ტესტმატჩი წააგო შოტლანდიასთან (16:21) და ამის შემდეგ სწორედ ჩვენი გუნდი გადავიდა მე-11 პოზიციაზე.
ამ წაგებით იაპონიას 0,94 ქულა დააკლდა, საქართველოს ფიჯის დამარცხებისთვის 1,66 ქულა დაემატა. შედეგად, ქართველებს 75,23 ქულა აქვთ, მე-11 ადგილზე არიან და სულ ცოტათი ჩამორჩებიან.

საქართველოს ნაკრები რეიტინგში ასე მაღლა არასოდეს ყოფილა.

შეგახსენებთ, საქართველომ წარმატებული ტურნე მოაწყო ოკეანეთში, სადაც სამი მატჩი გამართა: ჩვენებმა სამოასთან ფრედ ითამაშეს, ხოლო ტონგას და ფიჯის კი მოუგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები