LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რჩება ტრეფიკინგში ჩართული პირებისთვის სატრანზიტო ქვეყნად” – აშშ-ის სახემწიფო დეპარტამენტი

58

„საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რჩება ტრეფიკინგში ჩართული პირებისთვის სატრანზიტო ქვეყნად,“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის ავტორების თქმით, საუბარია სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგზე და ასევე შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლთა გადაყვანაზე.

„საქართველოში მცხოვრები ქალები ყველაზე ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლი თურქეთში ხდებიან, ასევე ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. საქართველო, ასევე, არის სატრანზიტო ქვეყანა იმ ქალებისთვის, რომლებიც ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან თურქეთში გადაჰყავთ. ქალებს აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებენ აჭარის რეგიონში, ასევე დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბათუმი და თბილისი. საქართველოს მოქალაქეები კი შრომით ექსპლოატაციას განიცდიან თურქეთში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსსა და ერაყში,” – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქართველ, ბოშა და ქურთ ბავშვებს საქართველოში ხშირად აიძულებენ მათხოვრობას.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის 23 შემთხვევა გამოიძია. გასამართლებულია ოთხი პირი, რომლებსაც სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგში დასდეს ბრალი. დამნაშავედ ცნეს ტრეფიკინგში ჩართული ოთხი პირი. მათ 10-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე საქართველოდან გააძევს ტრეფიკინგში ჩართული ოთხი პირი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში აღიშნულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები