LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლის საფუძველი ევროპული ყაიდის კონსტიტუციაა – ირაკლი კობახიძე

107

“100 წლის წინ გამოცხადებული ეროვნული დამოუკიდებლობა დღეს რეალობაა და მინდა მოგილოცოთ ჩვენი წინაპრების სანუკვარი ოცნების ასრულება – ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს ევროპული ყაიდის კონსტიტუცია წარმოადგენს.

“100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა გადადგეს უდიდესი ნაბიჯი თვაისუფლებისკენ, ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა, საქართველომ მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რაც დღეს, ერთი საუკუნის შემდეგაც სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ჩვენგანში.

დღეს, საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოდგენს, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი სახელმწიფოს ინსტიტუტები, საზოგადოება და მისი შეიარაღებული ძალები ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინცეპებსა და ღირებულებებს. ამაზე ოცნებობდენენ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაამარსებლები.

დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი თაობის დიდი მონაპოვარი და პრივილეგიაა. საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე – ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ, განვავითაროთ არა მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, ჩვენ უნდა დავიცვათ სამშობლოს ღირსება, აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები. ეს უდიდესი ამოცანაა, როლის გადაჭრისთვისაც ხელისუფლების და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებაა აუცილებელი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე მიულოცა ჯარისკაცებს და  აღნიშნა, რომ ხალხი და სამშობლო მათგან თავდადებას მოითხოვს. ირაკლი კობახიძემ მათ წარმატებები და გამარჯვება უსურვა.

“მოგმართავთ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ფიცს დებთ დროშის წინაშე, საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა. დღეს თქვენ დაპირდით სამშობლოს, რომ მას უერთგულებთ და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის, ჩვენი თანამედროვე გმირების ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის საქმეს გააგრძელებთ.

ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანა სამშობლოსათვის ბრძოლა და მშვიდობის დაცვაა. მინდა გისურვოთ სამშობლოსადმი თქვენი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებითა და წარმატებებით აღსავსე. სამშობლო და ხალხი თქვენგან თავდადებას მოითხოვს და განსაკუთრებულად ამაყობს თქვენით.

საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და ხალხი ყოველთვის თქვენს გვერდითაა და იმედის თვალის შემოგცქერით სადაც არ უნდა იყოთ, ჩვენს ქვეყანაში თუ საერთაშორისო მისიებში!” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები