LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ახალ სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს

44

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ერთობლივად იმოქმედებენ. სამმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ტალინში, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ერთიანი მოქმედების შესახებ შეთანხმდნენ.

„ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ჩვენ გვინდა დღეს და ხვალ ის პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც ხელშეკრულებების ეფექტიანად იმპლემენტაცია მოხდება“, – განაცხადა კლიმკინმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთში იმყოფება. ის ტალინში ევროკავშირისა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელზეც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტის საკითხებს განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები