LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპისკენ გააცილეს: მთავრობამ კალათბურთელებს წარმატება უსურვა (ვიდეო)

30

ფუნიკულიორზე გაიმართა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაცილების ღონისძიება. შეხვედრაზე გამოიფინა ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი, რომელიც საქართველოში 12 აგვისტოს, ფიბა-ს პროექტ “ტროფი ტურის” ფარგლებში ჩამოვიდა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს და მწვრთნელთა შტაბს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა უსურვეს, მთავრობის წევრებმაც – შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ილიას ზუროსის გუნდი 22 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც წარმომადგენლობით, „აკროპოლისის თასის” გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ, პირდაპირ ევრობასკეტზე გაემგზავრება – ისრაელში. ეს იქნება ზედიზედ მე-4 ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრები ითამაშებს.

ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 31 აგვისტოს ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, სულ კი ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩის ჩატარება მოუწევს. ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ლიტვის გარდა ისრაელს, უკრაინას, იტალიას და გერმანიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გადის. ფინალური ეტაპი სტამბოლში 9-17 სექტემბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები